სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სისტემური აზროვნების ფარგლებში საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისათვის სემინარების სერია ჩატარდა

22 ოქტომბერი, 2022

SEU-ს საპატიო დოქტორმა, პროფესორმა ალფრედო მოსკარდინიმ საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისათვის ჩაატარა სემინარების სერია, რომელსაც ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების გარდა, სხვა ფაკულტეტების სტუდენტებიც დაესწრნენ.

სემინარების სერიები შეეხებოდა სისტემური აზროვნების საკითხებს. პროფესორმა სტუდენტებს გაუზიარა მრავალწლიანი სწავლების, ასევე ბიზნესის კონსულტირების გამოცდილება.

სემინარების ფარგლებში განხილული იყო შემდეგი თემები:
• რატომ გჯერა იმის, რისიც გჯერა?
• აზროვნების სხვადასხვა გზები
• შეგიძლიათ ენდოთ იმას, რასაც გაზომავთ?
• სამეცნიერო პარადიგმა

მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

Message body empty