სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

კომპანიების ვიზიტები SEU-ში კარიერის კურსის ფარგლებში

20 ოქტომბერი, 2022

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების ფარგლებში ხორციელდება კურსი „კარიერის მიმართულება“. კურსი შედგენილია პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობის საფუძველზე და მოიცავს სხვადასხვა კომპანიის ყოველკვირეულ ვიზიტს უნივერსიტეტში.

SEU-ს უკვე ეწვია ორი კომპანია, გრანთ თორონთონი, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია და ფოლადის სახლი, საოპერაციო და საექსპორტო დეპარტამენტი. კომპანიებმა სტუდენტებს გააცნეს მათი შიდა სტრუქტურა, არსებული პოზიციები და ნათლად დაანახეს კარიერის გზა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეკითხვები დაესვათ კომპანიის წარმომადგენლებისთვის და მიეღოთ შესაბამისი პასუხები თუ რჩევები.

საშემოდგომო სემესტრში დაგეგმილია კიდევ რვა კომპანისს ვიზიტი.

აღსანიშნავია, რომ SEU აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ მუდმივად განახლდეს საგანმანათლებლო პროგრამები, რაც სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებლის ზრდას უწყობს ხელს. კომპანიების ჩართულობა საგანმანათლებლო პროგრამებში, ეხმარება პროგრამას დახვეწოს ცალკეული კურსები, დაამატოს პრაქტიკული ელემენტები, ასევე მოახდინოს კომპანიების რეალური ქეისების კურსებში ინტეგრირება.

Message body empty