სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს პარტნიორი კომპანიებისათვის სისტემური აზროვნების კურსი ჩატარდა

21 ოქტომბერი, 2022

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საპატიო დოქტორი, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების თანახელმძღვანელი და მრჩეველი პროფესორი ალფრედო მოსკარდინი ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოში. მან ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა 20 საათიანი ინტენსიური სალექციო კურსი "სისტემური აზროვნება". კურსს ასევე დაესწრო ხუთი კომპანიის წარმომადგენელი SEU-ს პარტნიორი ბიზნეს დაწესებულებებიდან.

მონაწილე კომპანიები:
• გლოვო
• გრანთ თორნთონი
• ფოლადის სახლი
• ბაზალტი
• დისქავერ ჯორჯია

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU რეგულარულად თანამშრომლობს პარტნიორ ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ მუდმივად განახლებული იყოს საგანმანათლებლო პროგრამები, რაც სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებლის ზრდას უწყობს ხელს. კომპანიების ჩართულობა საგანმანათლებლო პროგრამებში ეხმარება პროგრამას დახვეწოს როგორც ცალკეული კურსები, დაამატოს მათ პრაქტიკული ელემენტები, ასევე მოახდინოს კომპანიების რეალური ქეისების კურსებში ინტეგრირება.

მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

Message body empty