სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში

28 ოქტომბერი, 2022

28 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით, შედგა სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის ვიზიტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში.

უნივერსიტეტის სტუდენტები ადგილზე გაეცნენ აღნიშნული სამსახურის ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიების საქმიანობის სპეციფიკას, სადაც ტარდება ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური, დოკუმენტების ტექნიკური და ხელნაწერების, ბიოლოგიური, ქიმიური, სასაქონლო, ნიადაგმცოდნეობის და სხვა სახის ექსპერტიზები.

სტუდენტებმა ექსპერტებისგან მიიღეს კვალიფიციური პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, დასასრულს კი დაათვალიერეს საგამოფენო სივრცე.

აღსანიშნავია, რომ, დაიგეგმა დეპარტამენტის ხელმძღვანელების ვიზიტი SEU-ში და შეხვედრა სტუდენტებთან.

Message body empty