სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“-ს ფინალური, შემაჯამებელი ღონისძიება SEU - ში გაიმართა

02 დეკემბერი, 2022

1 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU -ში გაიმართა ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“-ს ფინალური, შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი, ისე ბრიტანელი პარტნიორები.

შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის 5 წლიანი ინიციატივა იყო, რომლის მიზანს წარმოადგენდა ხელი შეეწყო საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციური თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის სამეწარმეო უნარებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით.

პროგრამა განხორციელდა დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.

პარტნიორობის ფარგლებში წარმოდგენილი ვიყავით ბრიტანულ “Advantage Creative” - თან, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და “Creative Solution” - თან ერთად.

 

Message body empty