სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ში ინგლისური ენის უფასო მასტერკლასი გაიმართა

03 დეკემბერი, 2022

2 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტი SEU - ში, აბიტურიენტებისთვის ინგლისური ენის უფასო მასტერკლასი გაიმართა.

მასტერკლასს გაუძღვა SEU - ს უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი. მასტერკლასზე აბიტურიენტები გაეცნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების (ინგლისურ ენაში) სპეციფიკას და გასათვალისწინებელ საკითხებს.

აბიტურიენტებმა ისწავლეს დავალების შესრულების ტექნიკები, მოცულობითი მასალის გაცნობა და ამ მასალის მოკლე დროში დაძლევა, ესეს წერა.

Message body empty