სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პანელური დისკუსიები SEU - ში

10 დეკემბერი, 2022

9 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში პანელური დისკუსიები გაიმართა.

„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფორმები და დაცვისა და დახმარების სამართლებრივი მაქანიზმები“

  • შეხვედრაზე განიხილეს ოჯახში ძალადობის ფორმები და მათ გამოვლენასთან დაკავშირებული სირთულეები. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე, კერძოდ ოჯახში ძალადობის რა ფორმები ითვლება დანაშაულად და როგორ ისჯება, რა შემთხვევაში გამოიყენება შემაკავებელი და დამცავი ორდერები და როდის წესდება მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობა.
  • შეხვედრის სპიკერი იყო გოგა ხატიაშვილი, SEU-ს მოწვეული ლექტორი.


„უმცირესობების მონაწილეობა საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში და არსებული გამოწვევები“

  • საჯარო ლექციის ფარგლებში გაანალიზეს უმცირესობების სპეციალური უფლებების არსი; უმცირესობების მონაწილეობის ინსტიტუციური ბარიერები პირველი დონის დემოკრატიის ეტაპზე და ცენტრალურ დონეზე;
  • ასევე, გაანალიზეს უმცირესობების მონაწილეობის მომწესრიგებელი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ევროსაბჭოს ინსტრუმენტები.
  • ეხვედრის სპიკერი იყო თამარ ავალიანი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ასოცირებული პროფესორი.
Message body empty