სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ განათლების საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

04 დეკემბერი, 2022

2022 წლის 3 დეკემბერს, ინდოეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა განათლების საერთაშორისო გამოფენა, სადაც მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU სხვა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად.

ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტი წარმატებულად პოზიციონირდა აბიტურიენტებთან, სტუდენტებთან და საერთაშორისო აგენტებთან. გამოფენის პარალელურად განხორციელდა შეხვედრები და დისკუსიები სამომავლო აქტივობების დასაგეგმად.

SEU-დან ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ვიცე-რექტორი ადმინისტრაციული მიმართულებით ბატონი გოდერძი ბუჩაშვილი, ცირა გაბედავა მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე და თამარ შიოშვილი საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურების სპეციალისტი.

Message body empty