სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მემორანდუმი სკოლა „ორ ავნერი“-სთან

12 დეკემბერი, 2022

დღეს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და ქართულ-ებრაულ სკოლა „ორ ავნერი“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის ზოგადი ასპექტები მოიცავს:

  • მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას;
  • ბიზნესისა და მარკეტინგის მიმართულებით;
  • ერთობლივი შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;
  • მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების ორგანიზებას;
  • ასევე, მემორანდუმის ფარგლებში SEU-ს განათლების ადმინისტრირების პროგრამების სტუდენტები გაივლიან პრაქტიკულ კომპონენტს სკოლაში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ქალბატონმა ანა ფირცხალაშვილმა  და ქართულ-ებრაული სკოლა „ორ ავნერი“ - ს დირექტორმა გიორგი მომცელიძემ.

Message body empty