სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მედიაგანათლების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება

10 დეკემბერი, 2022

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და WorldChicago-ს მიერ ორგანიზებული „მედიაგანათლების პროგრამის“ ფარგლებში  პროექტის  მონაწილეებთან  დასკვნითი შეხვედრა და მიღება მოეწყო.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU–ს მხრიდან საელჩოს სახელით გამართულ მიღებას ესწრებოდნენ ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ანა ფირცხალაშვილი და WorldChicago-ს გაცვლითი პროგრამის მონაწილე, ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი თინათინ ზაქარაშვილი.

აშშ–ს საელჩოსა და აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული „მედიაგანათლების პროგრამა“ 2019 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოში ჟურნალისტიკის მიმართულებით მომუშავე პროფესორებისთვის ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას, აღნიშნულ სფეროში  მუშაობის  სპეციფიკის გაცნობას ამერიკის მედიის სკოლების პრაქტიკის მაგალითზე.

2022 წლის 9 დეკემბერს, შეჯამდა 2019 წელს დაწყებული „მედიაგანათლების პროგრამა“, რომელიც „WorldChicago"-მ ილინოისის, დეპოლის, ლოიოლას, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტებთან, კოლუმბიის კოლეჯსა და საქართველოს უნივერსიტეტების ჟურნალისტიკის პროგრამების ქსელთან ერთად განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ  მედია განათლების  MEP – ის წლევანდელ პროგრამაში SEU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელიც მონაწილეობდა.

Message body empty