სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სასტუმრო მენეჯმენტის ტრენინგ კურსი და დასაქმება

25 იანვარი, 2023

24 იანვარს, SEU - ში გაიმართა სასტუმრო მენეჯმენტ კომპანია "კა გრუპი"-ს დამფუძნებლის, ნინო ჭიღლაძისა და ტურიზმის აკადემია "Tressel Academy Georgia (TAG)"  დირექტორის, SEU-ს მოწვეული ლექტორის, თინათინ კუბლაშვილის შეხვედრა ტურიზმის პროგრამის სტუდენტებთან.

შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის იყო კომპანიის ბაზაზე არსებული ტურიზმის აკადემიის მეორე ნაკადის დაწყება, აკადემიის დასრულების შემდეგ ორენოვანი სერტიფიკატის დაუფლება და მონაწილეების დასაქმება კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ არსებულ სასტუმროებში: თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში, საუბარი იყო ასევე კომპანიის სხვა გეგმებისა და ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისათვის არაერთი საინტერესო სამომავლო პროექტის შესახებ.

Message body empty