სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ში გაიმართა შეხვედრა ინდონეზიის ტურისტული კომპანიის გენერალურ დირექტორთან

04 თებერვალი, 2023

3 თებერვალს, SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებით ინდონეზიის ტურისტული კომპანიის Pacific Holidays DMC-ის გენერალურმა დირექტორმა აი ნიომან ასტამამ შეხვედრა გამართა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში და ისაუბრა ინდონეზიის ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე, ტურიზმის ინდუსტრიის ცვლილებებზე და განვითარებაზე, შეხვედრაზე ასევე განხილული იყო:

  • ახალი ტრენდები მარკეტინგულ აზროვნებაში;
  • მდგრადი მარკეტინგი;
  • უკუზრდის მარკეტინგი;
  • მშვიდობის მარკეტინგი;
  • მომხმარებელთა მეცნიერება.

შეხვედრის ბოლოს ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტს ინოლა ღონღაძეს აქტიურობისთვის საჩუქრად გადაეცა ინდონეზიის სასტუმროს ვაუჩერი.

 

Message body empty