სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ

10 თებერვალი, 2023

სტუდენტებმა, რომლებმაც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ში მოიპოვეს მობილობის უფლება, უნივერსიტეტს უნდა მომართონ განცხადებით (განცხადების ფორმა ივსება ადგილზე) მიმდინარე წლის 13 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ჩარიცხვამდე:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  • პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ქსეროასლი, ხოლო მაგისტრანტების შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი;
  • სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები.

ჩარიცხვის შემდეგ:

  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი,ხოლო მაგისტრანტების შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • ფოტოსურათი 3X4 (CD-ზე ელექტრონულად);
  • წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ბრძანება.მობილობის მსურველი სტუდენტი უნდა გაეცნოს კრედიტების აღიარების შესახებ მომზადებულ დასკვნას და ხელმოწერით დაადასტუროს თანხმობა სეუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე.
Message body empty