სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მიგრაციის ევროპული გამოცდილება - მიდგომები, გამოწვევები და შესაძლებლობები“

11 თებერვალი, 2023

9-10 თებერვალს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში არსებული ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრისა და პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით გაიმართა ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მიგრაციის ევროპული გამოცდილება - მიდგომები, გამოწვევები და შესაძლებლობები“.

აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევრები, პროფესორები და სფეროს ექსპერტები. მათ განიხილეს თანამედროვე აკადემიურ კვლევათა შედეგები და მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც წარმოაჩინეს, არამხოლოდ ეროვნულ, არამედ კიდევ უფრო ზოგად - ევროპულ და საერთაშორისო, გლობალურ ჭრილში.

კონფერენცია გახსნეს SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, სამართლის დოქტორმა, პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა და აკადემიური მიმართულებით ვიცე-რექტორმა გიორგი ღავთაძემ. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა - ეკატერინე ქარდავამ, პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანმა - მარტინ დალიმ და SEU-ს ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა - ირაკლი სამხარაძემ.

კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ ევროპელი და ქართველი წარმომადგენლები 10 სხვადასხვა ქვეყნის 16 უნივერსიტეტიდან:

  • პროფესორი, დოქტორი ექართ ქლაინი - პოტსდამის უნივერსიტეტი (გერმანია)
  • დოქტორი იან-ბაპტისტ ფარსი - გენტის უნივერსიტეტი (ბელგია)
  • დოქტორი ლუკას ძიეძიჩი - მაასტრიხტის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები)
  • დოქტორი მარტინ დალი - ლაზარსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  • დოქტორი კრიშტოფ ბეკი - ლაზარსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  • პროფესორი შტეფან შლენკერი, სვიტლანა რიცაი - აღმოსავლეთ შვეიცარიის უნივერსიტეტის (შვეიცარია)
  • დოქტორი ნინო ფარსადანიშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • პროფესორი ფრანცკე იოხენი - პოტსდამის უნივერსიტეტი (გერმანია)
  • დოქტორი კაროლ სტრზალა, დოქტორი კატარჟინა მარტონ-გადოსი - ლაზარსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  • ასოცირებული პროფესორი თეა ჯუღელი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ (საქართველო)
  • მეგი სურმანიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • დოქტორი კრიშტოფ ლაზარსკი - ლაზარსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  • ავრილ ბელინგერი, დეირდრე ფორდი - პლიმუთის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
  • პროფესორი ეკა დარბაიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • დოქტორი მერიტა მეჩე - შტიპის გოცედელჩევის უნივერსიტეტი (ჩრდილოეთ მაკედონია)
  • პროფესორი ნელი სესაძე, ლია პიტიურიშვილი, ამბროსი გრიშიკაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ (საქართველო)
  • მანოჯ კუმარ კამილა, დოქტორი საჰილ სინ ჯასროტია - ჯაიპურიას მართვის ინსტიტუტი (ინდოეთი)
  • ეკა მელაძე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • დოქტორი კაროლინა ფარიაშევსკა - ლაზარსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  • მარინა ზახარინა - ჩერნივის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა)
  • პროფესორი გაბი ჰანი - აღმოსავლეთ შვეიცარიის უნივერსიტეტი (შვეიცარია)
  • პროფესორი ვალერი მოსიაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ (საქართველო)
  • დოქტორი თამარ მარგიანი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • დოქტორი ზბისლავ ზიემაცკი - ლაზარსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  • პროფესორი ია მახარაძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ (საქართველო)
  • სალომე წიკლაური - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (საქართველო)
  • დოქტორი კაროლ იენე - ლაზარსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  • ავთანდილ ხურციძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (საქართველო)

კონფერენცია ჩატარდა ჰიბრიდულ რეჟიმში - ადგილზე დასწრებით და Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

Message body empty