სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - მ საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთან მემორანდუმი გააფორმა

15 თებერვალი, 2023

14 თებერვალს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს სტუდენტებთან შეხვედრა გამართა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, მსჯელობა გაიმართა - მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმებისა და კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და SEU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია კონკურენტული გარემოს გაძლიერება, სტუდენტების ხელშეწყობა,  მომხმარებელთა უფლებების აღსრულების პოლიტიკის გაძლიერება და სხვა.

"აღნიშნული მემორანდუმი SEU-ს სტუდენტებს აძლევს კარგ შესაძლებლობას, თეორიულ ცოდნასთან ერთად, რეალურ გარემოში მიიღონ პრაქტიკული გამოცდილებაც, კარგად გაეცნონ მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლის საკითხებს და  გაიარონ სტაჟირება კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში. ეს შეუწყობს ხელს მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადებას, რადგან   მომხმარებლის  უფლებების დაცვა ქართულ რეალობაში ახალია.” განაცხადა SEU-ს რექტორმა ბატონმა გია კავთელიშვილმა.

„სტუდენტების დასაქმების პერსპექტივით, საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო პროგრამა „დაიწყე კარიერა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში“ უკვე აქტიურ ფაზაშია. ჩვენი მიზანია სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადება-დასაქმება", - განაცხადა შეხვედრაზე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.

შეხვედრას ესწრებოდა იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, ასევე სტუდენტები.

Message body empty