სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ს ჟურნალისტიკის პროგრამის მიერ ორგანიზებული შეხვედრა დამსაქმებლებთან

24 მარტი, 2023

21 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში,  ჟურნალისტიკის პროგრამის ორგანიზებით  გაიმართა შეხვედრა,  რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტიკის პროგრამის ლექტორები და სტუდენტები ეტაპობრივად შეხვდებიან სხვადასხვა მედია საშუალებათა  წარმომადგენლებს ამ პროგრამის განვითარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან კიდევ უფრო უკეთ დაახლოების მიზნით.

პირველ შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ რამდენიმე  მედია კომპანიის,  წარმომადგენლები: ჟურნალისტები, პროდიუსერები, წამყვანები და HR-ები.

დისკუსიის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა განიხილეს თანამედროვე ჟურნალისტიკის გამოწვევები, დამსაქმებლის მოთხოვნები და ისაუბრეს მეტი პრაქტიკული კომპონენტის დანერგვის შესახებ.

ამ ღონისძიების ფარგლებში SEU გეგმავს   მსგავს შეხვედრებს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა მედიაკომპანიების წარმომადგენლებთან.

Message body empty