სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ში გაიმართა კვლევის შედეგების პრეზენტაცია თემაზე: „სკოლამდელი განათლების გამოწვევები და ალტერნატიული განათლების საჭიროება“

02 აპრილი, 2023

31 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში გაიმართა კვლევის შედეგების პრეზენტაცია თემაზე: „სკოლამდელი განათლების გამოწვევები და ალტერნატიული განათლების საჭიროება“.

აღნიშნული პროექტი განხორციელდა SEU - ს მიერ მხარდაჭერილი კვლევითი საგრანტო პროექტის ფარგლებში და იგი მიზნად ისახავდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესში ალტერნატიული განათლების ფორმების გათვალისწინების საჭიროების შესწავლას.

აღნიშნულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ექსპერტები, საჯარო, კერძო და ალტერნატიული ბაღების მასწავლებლები, მშობლები და სხვა დაინტერესებული პირები.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია საქართველოში სკოლამდელი განათლების გამოწვევების, ფორმალური და არაფორმალური განათლების საჭიროებების შესახებ.

Message body empty