სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში "Idééthon"

25 მარტი, 2023

24 მარტს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU - მ ფრანკოფონული საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF) გასულ წელს დადებული მემორანდუმის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო კონკურსში "Idééthon", რომელიც ფრანკოფონული საუნივერსიტეტო  სააგენტოს ხელმძღვანელობით, ფრანკოფოონიის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობას იღებდა 7 პარტნიორი უნივერსიტეტი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ SEU - სთვის ეს პირველი შესაძლებლობა იყო, ჩართულიყო  AUF - ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში.

4 სტუდენტისგან შემდგარმა გუნდმა წარადგინა პროექტი-იდეა ინოვაციურ ფრანგულენოვანი ინტერნეტ თამაშისა, რომელიც მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და სოციო-კულტურულ მიდგომებს ფრანგული ენის სწავლებაში.

პროქტში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო და ფსიქოლოგიის მიმართულების ფრანკოფონი სტუდენტები :ანა რთველიაშვილი, თინათინ ქარქაშაძე, მარიამ გეორხელიძე და ლუკა აბლოტია.

Message body empty