სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: ,,მწვანე ეკონომიკა - ევროკავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკა”

05 აპრილი, 2023

4 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა, წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - ,,მწვანე ეკონომიკა - ევროკავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკა”.

ლექციის ფარგლებში ერნსტ პეტერ ფიშერმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ევროკავშირის ქვეყნებში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემები და მათი შესაძლო შედეგები, აგრეთვე, ამ მხრივ საქართველოში არსებული სიტუაცია და მისი მთავარი გამოწვევები.

ერნსტ პეტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩია 2022 წლის აგვისტოდან. წინა წლებში, ის იყო გერმანიის ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აგრეთვე, განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) მუდმივი წარმომადგენელი აბუ-დაბიში, ასევე, მუშაობდა ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის, ისევე როგორც, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპორტის კონტროლისა და საერთაშორისო სანქციების საკითხებზე.

ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები მწვანე ეკონომიკის, გარემოსდაცვითი პოლიტიკის და ამ საკითხებთან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევების შესახებ.

 

Message body empty