სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ში  გაიმართა პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში განხორციელებული კვლევის პირველადი შედეგების შესახებ

07 აპრილი, 2023

6 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში  გაიმართა პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში განხორციელებული კვლევის პირველადი შედეგების შესახებ.

კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ზედამხედველობის მექანიზმის ეფექტიანობის შესწავლა დაქვემდებარებულ სსიპ-ებთან მიმართებით. აღნიშნული კვლევითი გრანტი SEU-ს ვიცე-რექტორმა  ქალბატონმა ანა ფირცხალაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა მაკა ქარდავამ მოიპოვეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც იუსტიციის სამინისტროს, ისე იუსტიციის სისტემაში შემავალი სსიპ-ების წარმომადგენლები, რომელთაც ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები კვლევაში წარმოდგენილი შუალედური მიგნებების შესახებ.

Message body empty