სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ში გაიმართა ყოველწლიური მოხალისეობის გამოფენა

08 აპრილი, 2023

7 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში "ჰელფინგ ჰენდი" -მა ყოველწლიურ მოხალისეობის გამოფენას უმასპიძლა

გამოფენაში მონაწილე ორგანიზაციებსა და მოხალისეებს სიტყვით მიმართა SEU - ს ვიცე რექტორმა გოდერძი ბუჩაშვილმა და მშვიდობის კორპუსის დირექტორმა საქართველოში ჯეფრი გოევიამ.

ღონისძიებას რამდენიმე წლის წინ საფუძველი ჩაეყარა მშვიდობის კორპუსის მოხალისეების მხარდაჭერით, რომლის მიზანია მოხალისეობის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმის, პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისა და ზოგადად, მოქალაქეების მოხალისეობრივ პროგრამებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

გამოფენაში მონაწილეობა 40-მდე სამოქალაქო ორგანიზაციამ მიიღო, რომლებიც ემსახურებიან ახალგაზრდების გაძლიერებას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მზრუნველობას მოკლებულ და მიუსაფარ ბავშვებს, უსინათლოებს, სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებს და ა.შ.


Message body empty