სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს ვიცე რექტორი კვლევითი ვიზიტით ბერლინის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში გაემგზავრა

20 აპრილი, 2023

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ვიცე რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი კვლევითი ვიზიტით ბერლინის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში (WZB) გაემგზავრა.

ანა ფირცხალაშვილი  ბერლინის ჰუმბოლდის უნივერსიტეტის პროფესორ  მათიას კუმის კვლევით გუნდთან ერთად იმუშავებს თემაზე: „მიგრაცია და გლობალური კონსტიტუციონალიზმის პარადიგმა“.

სამეცნიერო კვლევა ხორციელდება „საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის“ ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით და DAAD ორგანიზაციული მხარდაჭერით.

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას და ამ პროცესში საერთაშორისო კავშირების დამყარების მიზნით ქართველ მკვლევართა მხარდაჭერას.

Message body empty