სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ში უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

21 აპრილი, 2023

21 აპრილს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით  ჩატარდა უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასების კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

აღნიშნული გამოკითხვა სტუდენტებთან ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია სტუდენტთა საჭიროებების დადგენა, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურისა და მიწოდებული სერვისების ხარისხის შეფასება.

შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით, ფაკულტეტების დეკანები და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

ხარისხის განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტმა კვლევისა და ანალიზის მიმართულებით, ანა ბორაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ანალიზის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები. ასევე, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხებზე.

Message body empty