სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ში ევროპის სტუდენტური გაერთიანების ESU - ს 84 - ე საბჭოს შეხვედრა გაიმართა

02 მაისი, 2023

საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით 1-8 მაისს თბილისში ევროპის სტუდენტური გაერთიანების ESU 84-ე საბჭოს შეხვედრა და გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს, რომლის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს ევროკავშირის ყველაზე გავლენიანი ახალგაზრდული ორგანიზაციის 120-ზე მეტ წარმომადგენელს სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოდან.

2 მაისს,  SEU-ში,  ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი სემინარების პირველი დღე გაიმართა. ღონისძიება გახსნეს ევროპის სტუდენტური გაერთიანების ESU - ს პრეზიდენტმა მატეო ვესპამ, საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოსიაციის წარმომადგენელმა ნიკა თიკანაშვილმა და  SEU - ს ვიცე რექტორებმა ადმინისტრაციული მიმართულებით ბატონმა გოდერძი ბუჩაშვილმა და აკადემიური მიმართულებით ბატონმა გიორგი ღავთაძემ.

სემინარის სპიკერები სხვა ქართველ და უცხოელ მომხსენებლებთან ერთად  იყვნენ SEU-ს ლექტორები და SEU-ს  ხარისხის განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები:

გიორგი საბანაძე - SEU - ს მოწვეული ლექტორი, სემინარის თემა - პოლიტიკა და დემოკრატია; სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიის პერსპექტივები;

ნონა ზუმბაძე - ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მარიამ ვაშაკიძე - ხარისხის განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი;

ანა ბორაშვილი - ხარისხის განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი;

SEU-ს ხარისხის განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარადგინეს მოხსენება თემაზე: სტუდენტის ჩართულობა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებში, რომლის ფარგლებშიც ისაუბრეს სტუდენტების ჩართულობის როლსა და აუცილებლობაზე ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის მექანიზმებში. შეხვედრა მიმდინარეობდა დისკუსიის ფორმატში, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკები.

სემინარებს ასევე ესწრებოდნენ SEU - ს საერთაშორისო ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, რომლებმაც ასევე  მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში.

შეგახსენებთ, რომ ESU - დაფუძნდა 1982 წელს და აერთიანებს 41 სახელმწიფოს ეროვნული სტუდენტური გაერთიანების 20 მილიონზე მეტ სტუდენტს. ევროპის სტუდენტური გაერთიანება წარმოადგენს ევროკავშირის ახალგაზრდულ ოფიციალურ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს კვოტა ხმის მიცემის უფლებით ევროპარლამენტში და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპულ კომისიასთან, იუნესკოსთან, ევროპის საბჭოსთან, ბოლონიის პროცესის განმახორციელებელ ჯგუფთან და სხვა.    

SEU ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში და საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავების მიზნით აქტიურად უჭერს მხარს მსგავს ღონისძიებებს.  

Message body empty