სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გამოიცა სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ - ს მეხუთე ნომერი

03 მაისი, 2023

2023 წლის 28 აპრილს, გამოიცა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ მეხუთე ნომერი.

ჟურნალი ინდექსირებულია სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში და მასში გამოცემულ თითოეულ სამეცნიერო სტატიას მინიჭებული აქვს ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (DOI). ჟურნალი ორენოვანია და გამოიცემა წელიწადში ორჯერ.

ჟურნალის მეხუთე გამოცემა მიეძღვნა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: "მიგრაციის ევროპული გამოცდილება - მიდგომები, გამოწვევები და შესაძლებლობები“.

ჟურნალის მეხუთე გამოცემაში შესულია შემდეგი ნაშრომები:

ექართ ქლეინი - მიგრაცია და საერთაშორისო საჯარო სამართალი.

მარტინ დალი, ზბისლავ ზიემაცკი - საერთაშორისო კლიმატის პოლიტიკის გავლენა მიგრაციაზე.

ავრილ ბელინგერი, დეირდრე ფორდი - გამოსავალი თუ პრობლემა: გაერთიანებული სამეფოს იძულებითი მიგრაციის კანონისა და პოლიტიკის გავლენა სოციალურ მუშაობაზე.

კატარჟინა მარტონ-გადოსი, კაროლ სტრზალა - ადამიანებით ვაჭრობა რუსეთ-უკრაინის ომში.

კაროლ იენე - ევროპის შრომის ბაზარი ლტოლვილთა ახალი კრიზისის ფონზე.

ლია პიტიურიშვილი, ნელი სესაძე, ამბროსი გრიშიკაშვილი - პოსტპანდემიური მიგრაციული პროცესები და მისი გამოწვევები ქვეყნისათვის .                

ავთანდილ ხურციძე  - ცირკულარული შრომითი მიგრაცია და საქართველო: გამოცდილება და გამოწვევები.         

თამარ მარგიანი - მიგრაციის მიზეზები და მისი გავლენა ეკონომიკაზე.                                                             

მეგი სურმანიძე - მიგრაციის გამომწვევი ფაქტორები და ადამიანთა უფლებები.                                                     

სალომე წიკლაური - სასამართლოს თვითინიციატივის ფარგლები თავშესაფრის მოპოვებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.                                                                                      

ეკა დარბაიძე - იმიგრანტთა ინტეგრაციის რესპუბლიკური მოდელი საფრანგეთის რესპუბლიკაში.
     
        

ჟურნალის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://vectors.ge/

Message body empty