სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში განხორციელებული კვლევის საბოლოო შედეგების შესახებ

03 ივნისი, 2023

2 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში განხორციელებული კვლევის საბოლოო შედეგების შესახებ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ზედამხედველობის მექანიზმის ეფექტიანობის შესწავლა დაქვემდებარებულ სსიპ-ებთან მიმართებით. აღნიშნული კვლევითი გრანტი SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ქალბატონმა ანა ფირცხალაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა - მაკა ქარდავამ მოიპოვეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც იუსტიციის სამინისტროს, ისე იუსტიციის სისტემაში შემავალი სსიპ-ების წარმომადგენლები, რომელთაც ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები კვლევაში წარმოდგენილი საბოლოო დასკვნისა და რეკომენდაციების შესახებ.

Message body empty