სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პროექტის: „ბიზნესის საფუძვლები“ - ს დაჯილდოების ცერემონია

02 ივნისი, 2023

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მიერ განხორციელდა პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის, „ბიზნესის საფუძვლები“.

აღსანიშნავია, რომ საპილოტედ შეირჩა 8 სკოლის 20 მოსწავლე, რომლებიც 12 კვირის განმავლობაში დაესწრნენ ქართველი და უცხოელი ლექტორების ლექციებს და მიიღეს დეტალური ინფორმაცია ბიზნესის სფეროების შესახებ.  

ლექციის ფორმატი მოიცავდა თეორიულ მასალას  და პრაქტიკულ დავალებას კონკრეტულ თემატიკაზე, რომელსაც უძღვებოდა ფაკულტეტის გუნდი ვიცე დეკანის თეონა მაისურაძის ხელმძღვანელობით, ასევე მოწვეული სპიკერები სხვადასხვა კომპანიებიდან და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები.

პროექტის ბოლოს თითოეულ მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატი.

პროექტი SEU-ს ვიცე-რექტორის სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით  - ანა ფირცხალაშვილისა და SEU - ს პარტნიორი სკოლის წარმომადგენლის, ქართულ-ებრაული სკოლის "ორ ავნერის" დირექტორის - გიორგი მომცელიძის ინიციატივით განხორციელდა.

Message body empty