სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

კონკურსის: "ვწერ თავისუფალ თემას" დაჯილდოების ცერემონია

10 ივნისი, 2023

10 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში კონკურსის - „ვწერ თავისუფალ თემას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კონკურსის გამარჯვებული, პირველი ადგილის მფლობელი, სკოლა „აიბი მთიები“ - ს მოსწავლე ალექსანდრე გუგუნავა გახდა. ალექსანდრეს SEU - სგან სპეციალური პრიზი და 1000 ლარი, გადაეცა.

საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლემ ანი ოსიძემ,  ანის ფულადი პრიზი 800 ლარი გადაეცა.

მესამე ადგილი დაიკავა ქალაქ ქუთაისის № 7 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ კაპანაძემ მარიამს ფულადი პრიზი 600 ლარი გადაეცა.

ასევე, დაჯილდოვდნენ მათი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები, რომლებსაც SEU - სგან გადაეცათ ფულადი პრიზი 500 ლარი.

სპეციალური დიპლომებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა კონკურსის სამი „გამორჩეული თხზულების“ ავტორი (IV-VI ადგილი) და ოთხი „წლის ორიგინალური თხზულების“ ავტორი (VII-X ადგილი).

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა 32 ჟიურის სიმპათიაც, რომლებსაც გადაეცათ საჩუქრები.  მათი ნაშრომებიც  კონკურსის 10 გამარჯვებულის ნაშრომთან ერთად გამოქვეყნდება კრებულში.

  • დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი ბატონი - გიორგი ამილახვარი;
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს დამფუძნებელი და რექტორი ბატონი - გია კავთელიშვილი;
  • საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბატონი - კახაბერ ლაბუჩიძე;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ბატონი - ვასილ მაღლაფერიძე.


კონკურსში მონაწილეების დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო "გამომცემლობა ინტელექტი" - მა , "გამომცემლობა დიოგენე" - მ და "გამომცემლობა საქართველოს მაცნე" - მ.

ღონისძიების ფარგლებში SEU - ს სტუდენტები წარდგნენ სიმღერით "დაიგვიანეს".

შეგახსენებთ, რომ კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“, ბატონი გია მურღულიას ავტორობითა და ინიციატივით, მრავალი წელია ტარდება. ხოლო 2021 წლიდან, კონკურსის ოფიციალური სპონსორი, ორგანიზატორი და განმახორციელებელია - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU.

წელს კონკურსის მხარდამჭერები იყვნენ:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
    ეროვნული ცენტრი
  • ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ასოციაცია
  • კონკურსის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფდა საზოგადოებრივი მაუწყებელი - საქართველოს პირველი არხი.



Message body empty