სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ლექციების სერია ორგანიზაციაში ინოვაციების პროცესის, მათი დაგეგმვისა და მართვის თემებზე

12 ივნისი, 2023

1, 2 და 5 ივნისს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს პარტნიორი უნივერსიტეტის, ბერლინის გამოყენებითი მეცნიერების სკოლის ვიცე რექტორმა განვითარების დარგში, პროფესორმა უვე კასჩკამ, Prof.Dr-Ing. Uwe Kaschka (bbw - Hochschule University of Applied Sciences) SEU - ს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექციების სერია ორგანიზაციაში ინოვაციების პროცესის, მათი დაგეგმვისა და მართვის თემებზე.

პროფესორი კასჩკა ოც წელზე მეტია ტექნოლოგიის ტრანსფერისა და დიჯიტალიზაციის მიმართულებით აქტიურად უწევს კონსულტაციებს გერმანიაში წამყვან კომპანიებს.  

პროფესორმა ორი კვირის განმავლობაში SEU-ში ჩაატარა სხვადასხვა ღონისძიებები, ასევე აქტიურად ჩაერთო ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების განვითარებაში.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU თავის პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად აქტიურად ზრუნავს არსებული პროგრამების ინტერნაციონალიზაციაზე, მათ განვითარებასა და ხარისხის ამაღლებაზე.

Message body empty