სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვორკშოპი კომპანიებისთვის

08 ივნისი, 2023

 7 ივნისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს პარტნიორი უნივერსიტეტის, ბერლინისა და ბრანდერბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (BBW University) ვიცე-რექტორმა განვითარების დარგში, პროფესორმა უვე კაშკამ , Prof.Dr-Ing. Uwe Kaschka (bbw - Hochschule University of Applied Sciences) SEU-ს პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებისათვის ჩაატარა სამუშაო შეხვედრა ორგანიზაციაში ინოვაციების პროცესის, მათი დაგეგმვისა და მართვის პრობლემებზე. შეხვედრას ესწრებოდა 14 კომპანიის წარმომადგენელი, რომელთაც საშუალება მიეცათ საკუთარი კომპანიების გამოცდილება გაეზიარებინათ.

პროფესორი კასჩკა ოც წელზე მეტია ტექნოლოგიის ტრანსფერისა და დიჯიტალიზაციის მიმართულებით აქტიურად უწევს კონსულტაციებს გერმანიაში წამყვან კომპანიებს. 

პროფესორმა კასჩკამ ორი კვირის განმავლობაში SEU-ში ჩაატარა სხვადასხვა ღონისძიებები, ასევე აქტიურად ჩაერთო ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების განვითარებაში.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU თავის პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად ყოველდღიურად ზრუნავს პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობითი ურთიერთობის განვითარებასა და სწავლების ხარისხის ამაღლებაზე.

Message body empty