სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

კინგსის დაჯილდოების ცერემონია

18 ივნისი, 2023

17 ივნისს, SEU - ში გაიმართა კინგსის სასკოლო ოლიმპიადების გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, რომლის მთავარი მხარდამჭერი და სპონსორი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU იყო.

ოლიმპიადა საქართველოს მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის, შემდეგ 3 საგანში გაიმართა:

  • ქართული ენა;
  • ინგლისური ენა;
  • მათემატიკა.

კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეებს SEU-სგან გადაეცათ პლანშეტები და სასაჩუქრე ნაკრები.

მათემატიკის ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - სგან საჩუქრად გადაეცა SEU-ს ახალი აკრედიტებული პროგრამების (მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი, ინფორმაციული ტექნოლოგიები) სრული დაფინანსების სასწავლო ვაუჩერი.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა SEU-ს ვიცე-რექტორი ადმინისტრაციული მიმართულებით - გოდერძი ბუჩაშვილი.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აქტიურად  უჭერს  მხარს მსგავს საგანმანათლებლო პროექტებს, რადგან მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითობის განვითარებას უწყობს ხელს.

Message body empty