სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ტრენინგების სერია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან დაკავშირებით

17 ივნისი, 2023

16 ივნისს, დასრულდა ხარისხის განვითარების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგების სერია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან დაკავშირებით.

ტრენინგების მიზანი იყო  ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით დაჯგუფებული პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალის კლასტერული აკრედიტაციის პროცესისთვის მომზადება.

ტრენინგებს უძღვებოდა ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნონა ზუმბაძე.

მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

აღნიშნული ტრენინგების ჩატარება მომავალში სხვა მიმართულებების აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთანაც იგეგმება.

Message body empty