სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ს ვიცე-რექტორის ვიზიტი პოტსდამის უნივერსიტეტში

22 ივნისი, 2023

SEU - ს ვიცე - რექტორი სამეცნიერო - კვლევითი მიმართულებით, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი საქმიანი ვიზიტით პოტსდამის უნივერსიტეტს ეწვია.

ქალბატონი ანა შეხვდა პოტსდამის უნივერსიტეტის ვიცე - პრეზიდენტს საერთაშორისო ურთიერთობების და ფონდების მოზიდვის მიმართულებით, პროფესორ, დოქტორ ფლორიან შვაიგერტს, უნივერსიტეტებთან პარტნიორობის დაფინანსების პროგრამებზე კონსულტირების ცენტრის დირექტორს, დოქტორ  რეგინა ნოიმ - ფლუქსს და არაევროკავშირის ქვეყნებთან საუნივერსიტეტო პარტნიორობის სპეციალისტს.

შეხვედრაზე განხილული იყო კონკრეტული გეგმები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით:

  • სტუდენტების გაცვლით პროგრამებში ჩართვა;
  • აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით მობილობაში მონაწილეობის შესაძლებლობა;
  • აკადემიური პერსონალისთვის გამოცდილების გაზიარება სწავლა-სწავლების მეთოდების შესახებ;
  • ერთობლივი კვლევითი პროექტები.

სამომავლო პარტნიორობას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ანა ფირცხალაშვილი პოტსდამის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

Message body empty