სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

„სტუდენტური ფესტივალი 2023“ ის დაჯილდოების ცერემონია

27 ივნისი, 2023

26 ივნისს, რიყის პარკში გაიმართა: "სტუდენტური ფესტივალი 2023" - ის დაჯილდოების ცერემონია.

"სტუდენტური ფესტივალი 2023“ - ის კულტურული მიმართულებით აღმოჩენა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს სტუდენტი, იკა გაგლიაშვილი გახდა, რომელმაც შეასრულე სიმღერა "დაიგვიანეს".

ასევე დაჯილდოვდნენ SEU - ს სტუდენტები შემდეგ ნომინაციებში:

სამბო:

  • 79 კგ - პირველი ადგილი - გიგა მაისურაძე
  • 88 კგ - მესამე ადგილი - კობა ჯოჯუა
  • 98 კგ - პირველი ადგილი - სანდრო სონიშვილი

ქართული ჭიდაობა:

  • 66 კგ - მესამე ადგილი - მურად გერლიანი
  • 73 კგ - პირველი ადგილი - გიგა მაისურაძე
  • 100 კგ - პირველი ადგილი - სოსო ებილაშვილი
  • მეორე ადგილი - სანდრო სონიშვილი

ძიუდო:

  • 60 კგ - მესამე ადგილი - გიორგი ჩაგელიშვილი
  • 66 კგ მესამე ადგილი - გიორგი ნიკოლიშვილი
  • 73 კგ - პირველი ადგილი - გიგა მაისურაძე
  • 90 კგ - პირველი ადგილი - აკაკი ჯაფარიძე
  • მეორე ადგილი - კობა ჯოჯუა
  • +100 კგ - პირველი ადგილი - სოსო ებილაშვილი, მესამე ადგილი - სანდრო სონიშვილი

ფრენბურთის პირველი ლიგა - I ადგილი

ჩოგბურთი:

  • მესამე ადგილი - ბუბა დენტოშვილი, მართა წიწრიაშვილი

მაგიდის ჩოგბურთი:

  • მესამე ადგილი - დავით გეგენავა 


სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში 25 მაისიდან 20 ივნისამდე განხორციელდა ტურნირები სპორტის 17 სახეობაში და კულტურული ტურები 5 მიმართულებით. ღონისძიებებში ჩართული იყო საქართველოში მოქმედი 32 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტი სტუდენტი.

ფესტივალი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისის მერიისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

სტუდენტური ფესტივალი ყოველწლიურად იმართება. ღონისძიების მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება და გამრავალფეროვნება, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზება.

Message body empty