სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მობილობა SEU-ში

25 აგვისტო, 2023

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge  რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე  წლის  21 აგვისტოდან 7 სექტემბრის 18:00 საათამდე.

მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება პორტალზე https://students.emis.ge

ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგების საფუძველზე სეუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 12 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 საათიდან 18:30 საათამდე.

სეუ-ში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ჩარიცხვამდე:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  • პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ქსეროასლი, ხოლო მაგისტრანტების შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი;
  • სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები.

ჩარიცხვის შემდეგ: 

  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი,ხოლო მაგისტრანტების შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • ფოტოსურათი 3X4 (CD-ზე ელექტრონულად);
  • წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ბრძანება.

სწავლის საფასური

Message body empty