სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

კვლევის შედეგებისა და წიგნის “ბავშვის ქონების განკარგვის საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგების არსებული გამოწვევები” პრეზენტაცია

22 ივლისი, 2023

21 ივლისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში გაიმართა კვლევის შედეგებისა და წიგნის “ბავშვის ქონების განკარგვის საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგების არსებული გამოწვევები” პრეზენტაცია.

კვლევა განხორციელდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს მხარდაჭერით აკადემიური პერსონალის სამეცნიერო საგრანტო პროექტის ფარგლებში.

წიგნში განხილულია ბავშვის ქონების განკარგვაზე სასამართლო კონტროლის დაწესების შემდეგ, მისი იმპლემენტაციის პროცესში წარმოშობილი პროცესუალური თუ მატერიალური დაბრკოლებები და შემოთავაზებულია მათი გადაჭრის გზები.

წიგნის ავტორები არიან:

თეა ჯუღელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი და ასოცირებული პროფესორი.

ნათია მახათაძე:  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს პროფესორი.

Message body empty