სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - სა და Binance-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

03 აგვისტო, 2023

3 ივლისს, SEU-სა და მსოფლიოში წამყვანი ბლოკჩეინის ეკოსისტემისა და კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის უმსხვილეს პროვაიდერ Binance-სშორის, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მომხმარებელი ჰყავს,ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, Binance და Binance Academy უზრუნველყოფს SEU - სტუდენტებისთვის ბლოკჩეინის, Web3-ის, NFT-ისა და კრიპტოვალუტის შესახებ საგანმანათლებლო მასალების შემუშავებასდა განხორციელებას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს:

  • სამუშაო შეხვედრებისა და საქმიანი კავშირების დასამყარებლად ღონისძიებათა მოწყობა; 
  • ისეთი კურსები ერთობლივ შემუშავება, რომლებიც მოიცავს ბლოკჩეინის, Web3-ის,არაჩანაცვლებად ტოკენების (NFTs), კრიპტოვალუტის, მეტავერსის (Metaverse), ფინტექის და ა.შ სფეროებსა და დომენებს;
  • SEU - ს სტუდენტებისთვის ტრენინგებს და საჯარო ლექციებს ჩაატარებენ Binance-ს წარმომადგენლები.


მემორანდუმს ხელი მოაწერეს
SEU-ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ანა ფირცხალაშვილმა და Binance საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა გიორგი ჩაგელიშვილმა.

SEU აქტიურად ზრუნავს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაზე, SEU-სა და Binance-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადგენს ამ მიმართულებით გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.

Message body empty