სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ხელოვნური ინტელექტის წამყვანი კომპანია საქართველოში Supernova და SEU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ

14 აგვისტო, 2023

ხელოვნური ინტელექტის წამყვანი კომპანია საქართველოში Supernova, რომელსაც Pulsar AI-ს სახელით იცნობენ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ.

თანამშრომლობა მოიცავს:

  • ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო კურსების შემუშავებას და არსებული პროგრამების  განახლება/განვითარებას;
  • კვლევით პროექტებში მონაწილეობას და ერთობლივი კვლევითი აქტივობების განხორციელებას, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე;
  • ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი კვლევითი ლაბორატორიის შემუშავება/შექმნას  და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვას
  • SEU-ს მიერ გამოცხადებულ შიდა კვლევით გრანტებში/პროექტებში მონაწილეობას SEU-ს აფილირებულ პროფესორებთან ერთად;
  • სტუდენტებისათვის (როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო საფეხურზე) ტრენინგების, საჯარო ლექციების, მასტერკლასების და სხვა სასწავლო აქტივობების შეთავაზებას;
  • სტუდენტთა პრაქტიკისა და დასაქმების ხელშეწყობა, აგრეთვე სტუდენტისათვის კომპანიაში დასაქმების პირობით სწავლის საფასურის დაფინანსების შეთავაზებას, რაც სამომავლოდ დაიფარება დასაქმებული სტუდენტის შრომის ანაზღაურებიდან;
  • Start-up Fund Rounds Powered by SEU-ში პარტნიორობას და გრანტის გამოყოფა აპლიკანტებისთვის;

მემორანდუმის ფარგლებში SEU-ს პროფესორ-მასწავლებლები შესთავაზებენ მიზნობრივ ტრენინგებს და ლექციებს Supernova-ს თანამშრომლებს და ბენეფიციარებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში Supernova-ს ღონისძიებებისთვის SEU უზრუნველყოფს მატერიალურ-ტექნოლოგიური ბაზით.

ხელოვნური ინტელექტი (AI) დღესდღეობით ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომელსაც აქვს პოტენციალი გარდაქმნას ჩვენივე სამყარო მრავალი გზით. ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება სწრაფად ცვლის ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროს, სამუშაო ბაზარს. ამ უკანასკნელს კი უზარმაზარი პოტენციალი აქვს ინდუსტრიების გარდაქმნის, ახალი შესაძლებლობების შექმნის და რთული პრობლემების გადასაჭრელად. მნიშვნელოვანია ამ პროცესს ფეხი ავუწყოთ და ამ სფეროს განვითარებას ხელი შევუწყოთ, ამ მიზნით SEU არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს, ეს თანამშრომლობაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

Message body empty