სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

აკადემიური პერსონალის მობილობა იედიტეპეს უნივერსიტეტში ერასმუს + პროგრამის ფარგლებში

16 აგვისტო, 2023

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს Erasmus+ KA171 კონკურს აკადემიური პერსონალის მოკლევადიანი მობილობისთვის, მობილობა განხორციელდება იედიტეპეს უნივერსიტეტში (თურქეთი) მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრში. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია SEU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორებს, შეირჩევა ერთი კანდიდატი, რომელიც მასპინძელ  უნივერსიტეტში ჩაატარებს ლექციებს წინასწარ განსაზღვრული განრიგით. მობილობის პერიოდის და სალექციო თემატიკის შერჩევა მოხდება მასპინძელი  უნივერსიტეტისა და შერჩეული კანდიდატის შეთანხმების შესაბამისად.

მობილობა გაგრძელდება ერთი კვირის ვადით, საიდანაც ხუთი დღის განმავლობაში იგეგმება ლექციები და სამუშაო შეხვედრები,ხოლო ორი დღე განსაზღვრულია მგზავრობისთვის. 

კანდიდატის შერჩევას და მასპინძელი უნივერსიტეტისათვის წარდგენას ახდენს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, ხოლო მობილობის საბოლოო დადასტურება ხდება მიმღები უნივერსიტეტის მხრიდან.

საბუთები მიიღება 2023 წლის 24 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე:

[email protected] 

საჭირო საბუთების ჩამონათვალი:

  • სააპლიკაციო ფორმა 
  • პასპორტის ასლი
  • რეზიუმე 
  • სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი):
  • შესაბამისი ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი საერთაშორის სერტიფიკატი;
  • ცნობა SEU-დან  ენობრივი კომპეტენციის დონის დამდგენი ტესტის ჩაბარების შესახებ;
  • ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების (არანაკლებ 3 წლის)  დამადასტურებელი ცნობა.

შეფასების კრიტერიუმები:

  • სტუდენტების მიერ აკადემიური პირის შეფასების მაჩვენებელი;
  • ხარისხის სამსახურის მიერ აკადემიური პირის შეფასების რეიტინგი; 
  • პროგრამის ხელმძღვანელის მიერ აკადემიური პირის შეფასების რეიტინგი;
  • აკადემიური პირის კვლევითი პროდუქტიულობის მაჩვენებელი (არსებობების შემთხვევაში); 
  • მოტივაცია (შეფასდება შესარჩევი კომისიის მიერ სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე) 


შერჩევა:

კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს შესარჩევი კომისია, წარმოდგენილი დოკუმენტაციის და შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე.შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ:

  • აფილირებულ პროფესორებს; 
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს; 
  • კანდიდატებს, რომლებსაც არ აქვთ, Erasmus + პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება;

შერჩევის კრიტერიუმი

მაქსიმალური შეფასება

მნიმალური შეფასება

განმარტება

მოტივაცია

5 ქულა

1 ქულა

შეფასება მოხდება სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე

სტუდენტების მიერ აკადემიური პირის შეფასების მაჩვენებელი;

5 ქულა

1 ქულა

თუ სტუდენტების მიერ აკადემიური პირის შეფასების მაჩვენებელი არის ხუთი ქულა, ეს აკადემიური პირი ამ კრიტერიუმში, შერჩევის პროცესში მიიღებს ხუთ  ქულას

ხარისხის სამსახურის მიერ აკადემიური პირის შეფასების რეიტინგი;

5 ქულა

1 ქულა

თუ ხარისხის სამსახურის მიერ აკადემიური პირის შეფასების მაჩვენებელი  არის ხუთი ქულა, ეს აკადემიური პირი ამ კრიტერიუმში, შერჩევის პროცესში მიიღებს ხუთ  ქულას

პროგრამის ხელმძღვანელის მიერ აკადემიური პირის შეფასების რეიტინგი

5 ქულა

1 ქულა

თუ პროგრამის ხელმძღვანელის მიერ აკადემიური პირის შეფასების მაჩვენებელი არის ხუთი ქულა, ეს აკადემიური პირი ამ კრიტერიუმში, შერჩევის პროცესში მიიღებს ხუთ  ქულას

აკადემიური პირის კვლევითი პროდუქტიულობის მაჩვენებელი (არსებობების შემთხვევაში);

5 ქულა

1 ქულა

აკადემიური პირის კვლევითი პროდუქტიულობის მაჩვენებელი არის ხუთი ქულა, ეს აკადემიური პირი ამ კრიტერიუმში, შერჩევის პროცესში მიიღებს ხუთ  ქულას

ინგლისური ენის ცოდნის დონე

5 ქულა

-

კანდიდატი მიიღებს ხუთ ქულას თუ წარმოადგენს ერთ-ერთს მოცემული დოკუმენტებიდან:

შესაბამისი ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი;

ცნობა SEU-დან  ენობრივი კომპეტენციის დონის დამდგენი ტესტის ჩაბარების შესახებ

ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების (არანაკლებ 3 წლის)  დამადასტურებელი ცნობა

დაფინანსება:

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა აკადემიური  პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ფარავს  მგზავრობის ხარჯს  და გასცემს სტიპენდიებს. შერჩეული კანდიდატი მიიღებს 140 ევროს ოდენობით ყოველდღიურ ანაზღაურებას და დაუფინანსდება მგზავრობის ხარჯი 275 ევროს ოდენობით.  შერჩეულ კანდიდატს მგზავრობისას  სურვილისამებრ შეუძლია გამოიყენოს მწვანე მოგზაურობის ტიპი.  ასეთებია - დაბალი ემისიის სატრანსპორტო საშუალებები, როგორიცაა ავტობუსი, მატარებელი და მანქანის გაზიარება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მობილობის პროგრამაში  მონაწილეობის შემთხვევაში შესაძლოა გამოიყოს დაფინანსება მათი საჭიროებების მხარდასაჭერად.

აკადემიურ პერსონალს მობილობაში მონაწილეობა შეუძლია  დაფინანსების გარეშეც, თუმცა მათი აპლიკაცია  უნდა შეირჩეს ერასმუს პროგრამის ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: 

ელ-ფოსტა:  [email protected]

ტელ:+995 032 290 00 00

სააპლიკაციო ფორმა

Message body empty