სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პირველკურსელთა რეგისტრაცია

01 სექტემბერი, 2023

2023-2024 სასწავლო წლის პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი: პირველკურსელმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია abi.seu.edu.ge (SEU-ში მოსვლის გარეშე), რომელიც დაიწყება 6 სექტემბრის 17:00 საათიდან და დასრულდება      12 სექტემბერს 18:00 საათზე.

ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე გადახდილი უნდა გქონდეთ სწავლის საფასურის პირველადი შესატანი შემდეგი პრინციპით:
 

  • 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი - 0 ლარი;
  • მედიცინის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის - 499 ლარი;
  • დიპლომირებული სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის - 499 ლარი;
  • მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი - 550 ლარი ( სახელმწიფო სასწავლო გრანტის შემთხვევაში 0 ლარი);
  • ყველა სხვა დანარჩენი სტუდენტისთვის მინიმუმ - 299 ლარი.


სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკში ან ნებისმიერი სწრაფი გადახდის აპარატით.

სწრაფი გადახდის აპარატით გადახდის შემთხვევაში უნდა მოძებნოთ განათლება>სეუ>სწავლის საფასურ და პირადი ნომრით შეძლებთ გადახდას.

მეორე ეტაპი:  მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას 8 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), წინასწარ განსაზღვრულ დროს (მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. №9; მეტრო - 300 არაგველი) და ხელშეკრულების გაფორმებას.
 

SEU-ში მოსვლის დროს პირველკურსელებმა თან უნდა იქონიოთ: 

  • პირადობის მოწმობა (ასლი) ან პასპორტი (ასლი);
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატის დედანი) ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ფოტო 3x4 (CD);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
  • ოქროს/ვერცხლის მედალოსნობის შემთხვევაში მედლის ფლობის დამადასტურებელი ცნობა;
  • საინგილოში მცხოვრებმა სტუდენტებმა პასპორტის და ატესტატის ქართულად ნათარგმნი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • დევნილის სტატუსის არსებობის შემთხვევაში დევნილის მოწმობა (ასლი);
  • არასრულწლოვანი პირველკურსელის შემთხვევაში, სტუდენტის დაბადების მოწმობა და მშობლის პირადობის მოწმობა, ან მეურვის პირადობის მოწმობა და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა;

რეგისტრაციის გავლის დროს არასრულწლოვან პირველკურსელს თან უნდა ახლდეს ერთ-ერთი მშობელი ან მეურვე.

ადგილზე რეგისტრაციის თარიღს (რიცხვი და საათი) ირჩევთ ელექტრონულ ბაზაში (abi.seu.edu.ge) მითითებული თარიღების მიხედვით, თქვენს მიერ სასურველ დროს.


პირველკურსელები, რომლებიც ვერ მოახერხებენ მითითებულ პერიოდში რეგისტრაციის გავლას, უნივერსიტეტს უნდა მიმართონ არაუგვიანეს 27 სექტემბრისა.

სწავლა დაიწყება 9 ოქტომბერს!

გისურვებთ წარმატებას!

Message body empty