სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

შერატონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეგიონული (EECCA) Startup ღონისძიება Surge Summit - ი გაიმართა

06 სექტემბერი, 2023

5 სექტემბერს, შერატონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეგიონული (EECCA) Startup ღონისძიება Surge Summit - ი გაიმართა.

ღონისძიება გაიხსნა პანელური დისკუსიის ფორმატით, რომლის თემაც იყო: „სწორი სტარტაპის ეკოსისტემის შექმნა“.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებმა.

პანელური დისკუსიის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო SEU-ს ინსტიტუციური განვითარების მრჩეველი, ლუკა კავთელიშვილი, რომელმაც განიხილა და ისაუბრა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: 

  • ტექნოლოგიური და სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელობა უნივერსიტეტში;
  • უნივერსიტეტების როლი სტარტაპების ეკოსისტემაში; 
  • მან ასევე ისაუბრა სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც ეხება საქართველოში ყველაზე დიდი სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

SEU - ს მიზანია საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, სადაც ჩართულნი იქნებიან სტუდენტები, საერთაშორისო მენტორები და პარტნიორები.

შეგახსენებთ, რომ SEU Surge Summit - ის პარტნიორია, ღონისძიების მიზანია დააკავშიროს და გააღრმაოს ურთიერთობები მომავალ მეწარმეებსა და ინვესტორებს შორის.


Message body empty