სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლები AMEE-ს ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრნენ

13 სექტემბერი, 2023

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ადვაძე და ვიცე-დეკანი ნანა ნიკოლაიშვილი დიდ ბრიტანეთში გამართულ სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრნენ.

AMEE სამედიცინო სფეროს ყველაზე მასშტაბური მოვლენაა, რომელიც აერთიანებს ხუთი კონტინენტის 90 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაციებს, უმაღლეს სასწავლებლებს, ექიმებს, სტუდენტებს და ლექტორებს. კონფერენციაზე განიხილეს სამედიცინო განათლების სიახლეები, სწავლა-სწავლების და შეფასების თანამედროვე მეთოდები.

AMEE-ს ფარგლებში გაიმართა ბევრი საინტერესო შეხვედრა და ვორქშოფი, დაისხა სამომავლო გეგმები თანამშრომლობასთან დაკავშირებით. 

Message body empty