სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი ADEE-ს ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო

15 სექტემბერი, 2023

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ჯიქია დიდ ბრიტანეთში, ლივერპულის უნივერსიტეტში გამართულ ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის (ADEE) ყოველწლიური შეხვედრას დაესწრო. ADEE აერთიანებს ევროპის მასშტაბით წამყვან უნივერსიტეტებს, პროფესიულ საზოგადოებას, სტუდენტებს, ეროვნულ ასოციაციებს და სტომატოლოგიურ კომპანიებს.

SEU, როგორც ასოციაციის წევრი უნივერსიტეტი, აქტიურადაა ჩართული ორგანიზაციის საქმიანობაში.  ქალბატონი მაიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ჯანმო-ს (WHO) პირის ღრუს ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში.

SEU-ს სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელის ჩართულობით, კომიტეტმა დაისახა სტრატეგიული გეგმა, რაც დადებითად აისახება ჩვენი სტომატოლოგიის სასწავლო პროგრამაზე:

  • ინტერპროფესიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობა და სტომატოლოგიის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვის სისტემაში, ჯანმოს (WHO) მიერ წარმოდგენილი პირისღრუს ჯანმრთელობის გლობალური სამოქმედო გეგმის პროექტში (2023–2030);
  • კოლაბორაციული განათლება ციფრულ ეპოქაში და მისი გავლენა სტომატოლოგიურ განათლებაზე;
  • საზოგადოების უზრუნველყოფა კურსდამთავრებულებით, რომლებმაც უნდა დააკმაყოფილონ მოსახლეობის პირის ღრუს ჯანმრთელობის მომავალი საჭიროებები;
  • დაწესდეს მკაფიო ეთიკური მოთხოვნები სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებულ მკურნალობისათვის და არა მკურნალობის აუცილებლობის შექმნა მარკეტინგისათვის;
  • კომპეტენციების გადანაწილება ექიმ თერაპევტსა და პირის ღრუს ჰიგიენისტს შორის ევროპულ და ეროვნულ დონეზე.
Message body empty