სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მრგვალი მაგიდა - „ევროპის მწვანე შეთანხმება - სამართლიანი გარდაქმნა განათლებაში”

19 სექტემბერი, 2023

18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში Erasmus + ჟან მონეს კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „ევროპის მწვანე შეთანხმება - სამართლიანი გარდაქმნა განათლებაში” ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე პროექტის ხელმძღვანელმა - ირაკლი სამხარაძემ და პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა ისაუბრეს პროექტის დაწყებიდან დღემდე განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე.

ღონისძიებას ონლაინ შემოუერთდა პროექტის ექსპერტი - მატეო ფერმელია, რომელმაც ისაუბრა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა ევროპის პოლიტიკური ცენტრის ანალიტიკოსმა - თეონა ლავრელაშვილმა და მიმოიხილა ამ მხრივ არსებული რეალობა.


ძირითადი ყურადღება დაეთმო პროექტის ფარგლებში შემუშავებული ახალი საუნივერსიტეტო საგნის - "ევროპის მწვანე შეთანხმება - სამართლებრივი პერსპექტივები" შინაარსისა და მიზნების განხილვას, რაც განსაკუთრებით საინტერესო იყო SEU-ს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან აღნიშნული საგნის არჩევას შეძლებენ. ამავე ღონისძიებაზე გაიმართა პროექტის ვებ-გვერდის -
www.greendeal.ge - პრეზენტაცია და აგრეთვე, დამსწრე პირებმა ინფორმაცია მიიღეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სასერტიფიკატო კურსისა და საზაფხულო სკოლის შესახებ.

ღონისძიების ბოლოს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ჟან მონეს მოდულისადმი მიძღვნილი აუდიტორია, რომელიც უნივერსიტეტის მხრიდან ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული ხარისხიანი კვლევების სიმბოლოა და უკავშირდება ჟან მონეს აქტივობებში ევროპული საკითხების პოპულარიზაციას.

Message body empty