სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდებათ

19 სექტემბერი, 2023
მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, სტატუსშეჩერებულ 30 ათასამდე სტუდენტს სწავლის გადასახადის არსებული დავალიანება გაუნულდება. 

SEU-ში ახალი სასწავლო წელი 9 ოქტომბერს იწყება. ყველა სტატუსშეჩერებულ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა მიმართოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას - შეიტანოს განაცხადი სტატუსის აღდგენისა და სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით. 

"ფინანსური მიზეზით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ გაიზარდა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ფინანსური დავალიანების განულების შესახებ, ყველა სტატუსშეჩერებული სტუდენტისათვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი და თითოეულ მათგანს ვურჩევ აუცილებლად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. 

სასიხარულოა, რომ უკვე ბევრმა სტუდენტმა მოგვმართა სტატუსის აღდგენის სურვილით. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. 

აქვე, მინდა ყველა სტუდენტისა და ჩვენი უნივერსიტეტის სახელით მადლობა გადავუხადო პრემიერს ამ გადაწყვეტილებისათვის, ვინაიდან ცოდნაში ჩადებული ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის წარმატების გარანტიაა. თითოეულ სტუდენტს კი წარმატებას და საინტერესო სასწავლო წელს ვუსურვებ“ - განაცხადა SEU-ს დამფუძნებელმა და რექტორმა, გია კავთელიშვილმა.
Message body empty