სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და CORUÑA -ს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

06 ოქტომბერი, 2023

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და CORUÑA -ს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია აკადემიური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის განვითარება და ორ დაწესებულებას შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს: 

  • აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით მობილობაში მონაწილეობის მიღებას;
  • სტუდენტების გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღებას;
  • ერთობლივი კვლევით პროექტების განხორციელებას;
  • ერთობლივი ლექციებისა და სემინარების ჩატარებას;
  • ერთობლივი კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზება;
  • აკადემიური ინფორმაციისა და მასალების გაცვლა;
  • ურთიერთთანამშრომლობის მიზნით სხვადასხვა აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობა.
Message body empty