სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს ბანკის სტიპენდია SEU - ს სტუდენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომია

09 ოქტომბერი, 2023

საქართველოს ბანკის სტიპენდია SEU-ს სტუდენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომია

SEU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში და მიიღონ სწავლის საფასურის დაფინანსება 1 წლის განმავლობაში.

როგორ ჩავერთოთ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში?

  • აპლიკანტს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი
  • აპლიკანტი უნდა სწავლობდეს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე: ინფორმაციული ტექნოლოგიები; ბიზნესის ადმინისტრირება; ფინანსები, ტურიზმი, მედიცინა.
  • აპლიკანტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჰქონდეს მიღებული 50% ან 70%- იანი გრანტი.
  • აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

სტუდენტების შერჩევის ერთ-ერთი მნიშმვნელოვანი კრიტერიუმია GPA. 

სტუდენტების შერჩევის შემდეგ გაიმართება გასაუბრება უნივერსიტეტისა და საქართველოს ბანკის წარმომადგენლებთან.

დარეგისტრირდი 

რეგისტრაცია დაიწყება 9 ოქტომბერს და გაგრძელდება 5 ნოემბრის ჩათვლით.

სტუდენტების შერჩევა: 6 ნოემბერი - 17 ნოემბერი

გასაუბრება: 21 ნოემბერი - 15 დეკემბერი

დაჯილდოება: 22 დეკემბერი

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და შექმენი შენი ქვეყნის მომავალი.

Message body empty