სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

დიმიტრი უზნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში

01 ოქტომბერი, 2023

30 სექტემბერს, ქუთაისში დიმიტრი უზნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს კლინიკური და სოციალური სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებმა, ასევე ფსიქოლოგიის  საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა და სტუდენტებმა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა აქტივობა:

  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიმიტრი უზნაძის ძეგლის გახსნა;
  • იოსებ ოცხელის სახელობის #2 საჯარო სკოლაში) დიმიტრი უზნაძის სახელობის კაბინეტის გახსნა;
  • ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში გამოფენის-,,დიმიტრი უზნაძე - ხიდი ევროპული და მსოფლიო ფსიქოლოგიის კონტექსტში’’ - გახსნა.

ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში, ლონდონის ქინგს კოლეჯის კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორი, ევროპის აკადემიის არჩეული წევრი, დიდი ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების  წევრი, პროფესორი  ქეთი ჭანტურია იყო.

დიმიტრი უზნაძე გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელია. მან განათლება მიიღო ლაიფციგის უნივერსიტეტში, სადაც ფსიქოლოგიას ეუფლებოდა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებლის-ვილჰელმ ვუნდტის ხელმძღვანელობით.

Message body empty