სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ში საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია თემაზე "უახლესი ინოვაციები ქირურგიაში" გაიმართა

10 ოქტომბერი, 2023

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია თემაზე "უახლესი ინოვაციები ქირურგიაში" გაიმართა.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მედიცინის ფაკულტეტი და SEU - ს აფილირებული კლინიკა ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი (AHT).

კონფერენცია მედიცინის სფეროში წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც 3 დღის სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონფერენცია მიეძღვნა ქირურგიაში არსებულ თანამედროვე მიღწევებსა და სიახლეებს, ახალგაზრდა ქირურგებისთვის, სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის ცოდნის გაზიარებას.
ღონისძიება გახსნა კონფერენციის თავმჯდომარემ ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის (AHT) ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა მერაბ კილაძემ.

სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გია კავთელიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი გიორგი ამილახვარი და უცხოელი სტუმრები.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს 12 ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა და დარგის ექსპერტებმა.

აღსანიშნავია, რომ გახსნის ცერემონიაზე ქირურგიის სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მერაბ სარელს, მსოფლიო ებრაელთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტს და იოსებ ნანობაშვილს, ვენის სამედიცინო ინსტიტუტის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტს, მიენიჭათ SEU-ს საპატიო დოქტორის წოდება.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა კონცერტი უნივერსიტეტის ანსამბლის „ერისეულის“ შესრულებით.
კონფერენცია დასრულდა სტუდენტებთან ჩატარებული დისკუსიით და მათი ინტერესის სფეროში წამოჭრილ კითხვებზე ინფორმაციის მიწოდებით.

Message body empty