სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ აშშ-ს საელჩოს მთარგმნელობითი გრანტი მოიპოვა

20 ოქტომბერი, 2023

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების საგრანტო პროექტის გამარჯვებულია.

საგრანტო პროგრამა მოიცავს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნას, რომლის ფარგლებშიც SEU-ს საინიციატივო ჯგუფი თარგმნის ჯოი პალმერის და ფილ ნილის ავტორობით გამოცემულ სახელმძღვანელოს გარემოსდაცვით განათლებაში. SEU არის პროექტის თანადამფინანსებელი.

SEU მუდმივად უწობს ხელს საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებს, რადგან ჩვენი მთავარი მიზანია კვლევის მხარდაჭერა და ცოდნის გავრცელება.  

საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან ჩვენი იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი: გივი ლუაშვილი, თამარ ავალიანი, ლიანა გიორგაძე და ქეთი მჭედლიშვილი.

Message body empty